20 აპრილი 2024,   11:22
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრომ სააფთიაქო ქსელებს მედიკამენტ "ტამიფლუს" მარაგი გადასცა

ჯანდაცვის სამინისტრომ სააფთიაქო ქსელებს მედიკამენტ "ტამიფლუს" საკმარისი მარაგი გადასცა და მისი შეძენა აფთიაქებიდან რეცეპტის საფუძველზეა შესაძლებელი.

ანტივირუსული მედიკამენტის ყიდვა „პსპ-ს“, „ფარმადეპოს“, „ჯიპისისა“ და "ავერსის" აფთიაქებშია შესაძლებელი.

სამინისტროს ცნობით, მედიკამენტები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განაწილებული და ქვეყანაში „ტამიფლუს“ საკმარისი რაოდენობაა.

გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის - სოციალურად დაუცველებისთვის, პენსიონერებისთვის, ბავშვებისთვის, ორსულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვის პრეპარატი უფასოდ გაიცემა.

დღის ამბები