25 აპრილი 2024,   09:21
ვრცლად
ჰოლივუდი ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიისთვის ემზადება

ჰოლივუდი ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიისთვის ემზადება. რიგით 76-ე შოუ ლოს-ანჯელესში რამდენიმე საათში დაიწყება.

წელს ყველაზე მეტ, ექვს ნომინაციაზე წარდგენილია ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდნეტის დიკ ჩეინის შესახებ გადაღებული ფილმი, რომელშიც მთავარ გმირს კრისტოფერ ბეილი ასახიერებს.

ვარაუდობენ, რომ საღამოს ფავორიტი გახდება ფილმი "ვარსკვლავი იბადება,” რომელშიც ბრედლი კუპერი და ლედი გაგა მონაწილეობენ. სურათი ხუთ ნომინაციაზეა წარდგენილი და თითქმის ყველა მათგანში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.

ცერემონიის დაწყებამდე შოუბიზნესის ვარსკვლავები ტრადიციულად ოქროს გლობუსის წინა წვეულებაზე შეიკრიბნენ. წითელი ხალიჩა მათთვის ბევერლი ჰილსის ერთ-ერთ სასტუმროს წინ გაიშალა.

დღის ამბები