25 აპრილი 2024,   05:29
ვრცლად
შობის დღესასწაული - სამებაში სადღესასწაულო წირვას პატრიარქი აღავლენს

რამდენიმე საათში მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილი, მათ შორის საქართველოც, მაცხოვრის შობის დღესასწაულის აღნიშვნას დაიწყებს.

საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდება ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. სამების საკათედრო ტაძარში წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს. ღვთისმსახურების შემდეგ კი მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გააცნობენ.

წირვის შემდეგ პატრიარქი იქადაგებს. საშობაო წირვას ტრადიციულად დაესწრებიან პოლიტიკოსები, რომელთა მისვლისთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში უსაფრთხოების ზომები უკვე გამკაცრებული აქვს.

შობის დილას კი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაიწყება ალილო. ალილოში მონაწილეები შეგროვებულ ნობათს სოციალურად დაუცველებს, პატიმრებსა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაეცემათ.

შობის წირვის შემდეგ დასრულდება მარხვაც, რომელსაც მორწმუნეები ორმოცი დღეა ინახავენ.

დღის ამბები