20 აპრილი 2024,   15:34
ვრცლად
თბილისში სავარაუდოდ, H1N1 ტიპის ვირუსით, 41 წლის ქალი დაიღუპა

გრიპის ვირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი ფაქტი-თბილისში, წმ. ლაზარეს კლინიკაში 41 წლის ქალი დაიღუპა. სავარაუდოდ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი  ე.წ. ღორის გრიპი გახდა, მან სწორედ H1N1-ის ტიპის ვირუსის სიმპტომებით მიაკითხა სამკურნალო დაწესებულებას,  თუმცა ორკვირიანი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.

„მდგომარეობა მაშინ უკვე იყო რთული, როცა გავაკეთეთ რენტგენოლოგიური კვლევა ფილტვების ორმხრივი. იყო ფაქტიურად უკვე კარგად გავრცელებული პნევმონია ორივე ფილტვის ველებში. დაახლოებით 24 საათში ქალბატონი ნესმიწვერიძე გადავიდა მართვით სუნთქვაზე. ყველაფერთან ერთად მას ჰქონდა უნივერსალური სიმსუქნე რამაც შემდგომში განაპირობა მისი თირკმლის უკმარისობის ჩამოყალიბება. გულის უკმარისობის პირველი ხარისხიც დაფიქსირდა ჩვენთან კლინიკაში. სამწუხაროდ ღამის სამ საათზე ქალბატონი დაიღუპა,“-განაცხადა წმ. ლაზარეს კლინიკის კლინიკურმა მენეჯერმა ნანა კვანტალიანმა. 

ეს უკვე მეორე ლეტალური შემთხვევაა დღევანდელი დღის განმავლობაში. მეორე შემთხვევა ფოთში მოხდა. 40 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზიც სავარაუდოდ H1N1 ტიპის ვირუსი გახდა. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები