25 აპრილი 2024,   10:22
ვრცლად
ვთხოვ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ნუ გააწბილებს ქართველ ხალხს - გედევან ფოფხაძე

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების სიის გაწვევის მოთხოვნას პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გედევან ფოფხაძე კიდევ ერთხელ მოითხოვს.

ეკა ბესელიას თანამოაზრე აღნიშნავს, რომ მმართველ პარტიას პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე აქვს აღებული. ფოფხაძემ „ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინანდელი მდგომარეობა შეახსენა და მმართველ პარტიას მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულებისკენ მოუწოდა.

„ვთხოვ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ნუ გააწბილებს ქართველ ხალხს, რომელსაც არ უნდა ჩინჩალაძის და სააკაშვილის მოსამართლეები და ამ შემთხვევაში, მე და ბატონი ბიძინა ერთმანეთთან როგორ ვიქნებით პირნათელი, იმაზე კი არ ვიფიქროთ, ხალხთან როგორ ვიქნებით პირნათელი, იმ ხალხთან, რომლებსაც მეორე ტურში დავუჩოქეთ და ვთხოვეთ, რომ ნუ გაგვწირავთ, გამოვსწორდებით, უკეთესები გავხდებით, გავხდეთ უკეთესი,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ გაიწვია, რაც ეკა ბესელიამ ის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დანიშნა. "ქართული ოცნების" წევრების შეფასებით, ფოფხაძე პროცედურული დარღვევით დანიშნეს და ამის გამოსწორების მიზნით ის გაიწვიეს.

გედევან ფოფხაძე ეკა ბესელიასთან ერთად უპირისპირდება მოსამართლეთა იმ 10-კაციან სიას, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში უვადოდ გამწესების მიზნით გადააგზავნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები