16 აპრილი 2024,   19:30
ვრცლად
მშვიდობაში მას პოლიტსაბჭოში ადგილი და მშვიდობაში ის კაბინეტი, რომელთანაც იდგა დღეს - ბესელია ირაკლი კობახიძეს პასუხობს

პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას ეკა ბესელია ბრალდებებით პასუხობს. მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით დაწყებული დაპირისპირება ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.

ბესელია კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის დაწინაურება და ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე დანიშვნა შემოდგომით იგეგმებოდა.

ბესელიამ კობახიძის პასუხად აღნიშნა, რომ მისთვის ღირებულებებზე წინ არცერთი თანამდებობა და კაბინეტი არ დგას.

ბესელიას განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან დაპირისპირება სასამართლო სისტემას უკავშირდება და არა იმ მიზეზებს, რაზეც თავად კობახიძე საუბრობს.

„მშვიდობაში მას პოლიტსაბჭოში ადგილი და მშვიდობაში მათ შორის, ის კაბინეტი, რომელთანაც იდგა დღეს და რომელსაც თურმე ჩემთვის ამზადებდნენ, მშვიდობაში. მე კაბინეტებისთვის და თანამდებობისთვის არასდროს არ მიბრძოლია და ეს ასახსნელიც არ მაქვს. ეს მან უნდა ახსნას, ვინც 2016 წელს გამოჩნდა და ვისი ბიოგრაფიაც ვბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს. მე ასახსნელი არაფერი არ მაქვს. კაბინეტები მას მშვიდობაში. ვიდრე ის ამ კაბინეტს იცავს, მე ამ ფასეულობებს დავიცავ, რასაც ასევე ვიცავდი. მე პარლამენტის თავმჯდომარეს ვუსურვებ, ირაკლი კობახიძე პოლიტიკაში ახალია და მე ნამდვილად ვგულშემატკივრობ, რომ მან არ დაუშვას ისეთი შეცდომები, რომელიც ინსტიტუციას დააზარალებს. მან პირველმა დაარღვია ის წესი, რომლისკენაც მიუთითებს გუნდის სხვა წევრებს, ვგულისხმობ იმას, რომ ჩემი განცხადება გადადგომის თაობაზე, როდესაც გაკეთდა, მან პირველმა გააკეთა კრიტიკული და საპირისპირო განცხადება და ეს იყო სიცრუე, როდესაც სცდა სხვა ვერსია შემოეტანა ამ პროცესში და ეს ვერსია უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილს თუ აბრალებს ირაკლი კობახიძე პარასკევს, რომ სხდომის ჩატარება უნდოდათ, ეს იქნება დიდი უსამართლობა იმიტომ, რომ პროცედურულად როდის, რა სხდომა შეიძლება ჩაინიშნოს, ესეთი ნიუანსები იცის, მხოლოდ პარლამენტის წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ და ირაკლი კობახიძეს ჰქონდა სწორედ ეს იდეა, რომ პარასკევს ჩამეტარებინა მე სხდომა, სადაც დღის წესრიგში იქნებოდა მოსამართლეთა სია ჩასმული, დაჩქარებული წესით,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები