23 აპრილი 2024,   11:52
ვრცლად
სიმართლე იზეიმებს... უკრაინელი ხალხის ნებაში არის ნება ღვთისა - მეუფე პეტრე უკრაინის ავტოკეფალიაზე საუბრობს

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია ამ დრომდე არ გაუმჟღავნებია. სასულიერო პირები ამბობენ, რომ საკითხს წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილავენ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე (ცაავა) მიიჩნევს, რომ ისტორიული გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, წმინდა სინოდის სხდომა დროულად უნდა გაიმართოს, სადაც საქართველოს ეკლესია ღირსეული გადაწყვეტილების მისაღებად იმსჯელებს.

„სიმართლე იზეიმებს, რამეთუ ღვთის ხელი ურევია ამაში და უკრაინელი ხალხის ნებაში არის ნება ღვთისა, მე ესე ვფიქრობ. ბოლო სინოდის სხდომაზე ლოგიკური პოზიცია ჰქონდა საქართველოს ეკლესიას, ვინაიდან, ტომოსი ჯერ არ იყო გადაცემული და გამოქვეყნებული. ეხლა, კი ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მალე იქნეს მოწვეული მომავალი სინოდის სხდომა და იმსჯელოს საქართველოს ეკლესიამ ღირსეული გადაწყვეტილების დროულად მისაღებად, რომელსაც ჩვენ, საბოლოოდ, ვერ ჩვენ დ ვერც მართლმადიდებელი სამყარო ვერ აუვლის გვერდს,“ - აცხადებს მეუფე პეტრე (ცაავა). 

დღის ამბები