20 აპრილი 2024,   03:32
ვრცლად
პეტრო პოროშენკო მსოფლიოს მართლმადიდებლურ სამყაროს უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარებისკენ მოუწოდებს

პეტრო პოროშენკო მსოფლიოს მართლმადიდებლურ სამყაროს უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა წმინდა სოფიის სახელობის საკათედრო ტაძარში გამართული საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ განცხადა.

პეტრო პოროშენკომ უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის ახალ მეთაურთან, მიტროპოლიტ ეფიპანესთან ერთად შეიტანა ტაძარში ტომოსი, რომლის ნახვაც დღეიდან ყველა უკრაინელს შეუძლია. დოკუმენტს, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის ჩამოყალიბების შესახებ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი 5 იანვარს მოაწერა, საზეიმოდ კი უკრაინულ მხარეს ტომოსი გუშინ გადაეცა.

დღის ამბები