20 აპრილი 2024,   12:28
ვრცლად
მეგაშოუ „ მხოლოდ ქართული“ - კონცერტი საშობაო სიურპრიზებით სავსე იქნება

მეგა შოუ „მხოლოდ ქართულის“ დღევანდელი ტური ქართველი კომპოზიტორი ქალების შემოქმედებას დაეთმობა. ლაივ კონცერტის შემდეგ შოუს  5 მონაწილიდან ერთ-ერთი დატოვებს. კონცერტის მსვლელობისას საშობაო სიურპრიზებიც მრავლად იქნება. 

აღსანიშნავია, რომ ამ ტურზე მთელი კვირის განმავლობაში კონკურსანტებთან თამრიკო ჭოხონელიძე მუშაობდა.

„მაყურებელს ელოდება, ძალიან კარგი, ცნობილი ქართული სიმღერები. ჩვენთვისაც ისეთია, ბავშვობიდან რაც ვიცით, რასაც ვუსმენთ და იმედია, რომ კარგად გამოგვივა,“ - ამბობს შოუს მონაწილე ნოდარიკო ხუციშვილი.

დღევანდელი შოუ ტრადიციულად "რუსთავი 2"-ზე 22:00 ზე დაიწყება.

დღის ამბები