23 აპრილი 2024,   14:36
ვრცლად
ხონში მთავარი ნაძვის ხე დაიწვა

ხონში მთავარი ნაძვის ხე დაიწვა. შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ნაძვის ხეს ცეცხლი გამთენიისას 04:00 საათზე წაეკიდა, თუმცა რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი მათთვის უცნობია.

"დაახლოებით, დილის 4 საათისთვის ნაძვის ხე იწვოდა, გამოძახებული გვყავდა შესაბამისი სამსახური. ცხადია ნაძვის ხე ანთებული იყო, მაგრამ გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია", – განმარტავენ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესამსახურში.

ხონის მთავარი ნაძვის ხე ქალაქის ცენტრში იდგა, მერიაში განმარტავენ, რომ ხვალიდან უკვე ახალი ნაძვის ხის დადგმის სამუშაოებს დაიწყებენ.

  

დღის ამბები