20 აპრილი 2024,   14:57
ვრცლად
მეგა შოუს მეოთხედფინალი - "რუსთავი 2"-ის მაყურებელს "მხოლოდ ქართულის" ცოცხალი კონცერტი ელოდება  

დღეს „რუსთავი 2“-ზე მეგა შოუს დღეა, კონკურსანტები მეოთხედფინალისთვის ემზადებიან. „მხოლოდ ქართულის“ ფინალური ეტაპის მოახლოებასთან ერთად ვნებათაღელვა კულმინაციას აღწევს. მხოლოდ 5 კონკურსანტი და კიდევ ერთი ცოცხალი კონცერტი დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე.

მეგა შოუს დღევანდელი ტური ქართველი კომპოზიტორი ქალების შემოქმედებას დაეთმობა. ჟიურის და მაყურებლის გადაწყვეტილებით, კონკურსს დღეს ერთ-ერთი მონაწილე გამოეთიშება. კონკურსანტებთან თამრიკო ჭოხონელიძე მუშაობდა. დღეს ჟიურის მეექვსე წევრი, მომღერალი ბუბა კიკაბიძე იქნება. 

დღევანდელი შოუ "რუსთავი 2"-ზე, 21:00 საათიანი „კურიერის“ დასრულებისთანავე დაიწყება.   

 

დღის ამბები