19 აპრილი 2024,   07:20
ვრცლად
იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივადაც მწვანე შუქს აუნთებს ​დაგროვებით პენსიას - ბექა ნაცვლიშვილი

„იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს სხვა ქვეყნის გამოცდილებებს და შესაბამისად, მწვანე შუქს აუნთებს სამართლებრივადაც დაგროვებით პენსიას,“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

დეპუტატი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გამოეხმაურა.

ნაცვლიშვილის თქმით, ის პროცენტი, რაც დასაქმებულმა საკუთარი ხელფასიდან უნდა იხადოს, გადასახადი არ არის, როგორც ამას მესამე სექტორი მიუთითებს.

„ეს არ არის გადასახადი, გამომდინარე იქიდან, რომ ამას აქვს მიზნობრივი ხასიათი. გადასახადი არის ის მოსაკრებელი, რომელიც შედის ბიუჯეტში და შემდეგ მთავრობა საზღვრავს თუ როგორ გაანაწილოს ეს ყველაფერი და როდესაც პირდაპირ, ერთადერთი მიზნით, საპენსიო შენატანის სახით შედის ეს საპენსიო ფონდში, ეს გადასახადი არ არის,"-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

40 წლამდე ასაკის საქართველოს 350 ათასი მოქალაქე ვალდებულია, დაგროვებით პენსიის პროგრამაში ჩაერთოს. დაგროვებითი პენსიის ფორმულის მიხედვით, 2 პროცენტს იხდის დასაქმებული, ამდენივეს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

ამავე თემაზე
დღის ამბები