19 აპრილი 2024,   12:23
ვრცლად
"საპენსიო ფონდი ღირსეული პენსიის გარანტიას არ იძლევა" - ზურაბ ჭიაბერაშვილი

"საპენსიო ფონდი ღირსეული პენსიის გარანტიას არ იძლევა,“- ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, დაგროვებითი პენსიის შესახებ საუბრისას გააკეთა.

დეპუტატის შეფასებით, საპენსიო სქემა გაუმართავია და ყველა მოქალაქის შემოსავალზე არ არის მორგებული. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, დასაქმებულთა 2/3-ის ხელფასი 600 ლარი, ან კიდევ უფრო ნაკლები, გაჭირვებულ მოქალაქეებს კი დამატებით პროცენტის გადახდა, კიდევ უფრო გააღარიბებს.

საპარლამენტო უმცირესობაში განმარტავენ, რომ პენსიის დაგროვება საშემოსავლო გადასახადის შემცირების ხარჯზე უნდა მოხდეს და ის ნებაყოფლობით უნდა იყოს.

„დასაქმებულების 2/3-ს ხელფასი აქვს 600 ლარი და ნაკლები, რას დავარქმევთ ამას, გადასახადს, მოსაკრებელს თუ საპენსიო შენატანს, ამ ჩვენს ღარიბ, დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს უჭირთ, თვითონ ამ 600 ლარითაც კი ცხოვრება, მაშინ, როდესაც მთავრობა აიძულებს, რომ კიდევ მოიკლოს ამ ხალხმა რაღაცა და იმისთვის, რომ სადღაც საპენსიო ფონდში დაგროვდეს, ოღონდ მერე ეს საპენსიო ფონდი ღირსეული პენსიის გარანტიას არ იძლევა,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საპენსიო ფონდის რეფორმა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. დაგროვებითი პენსიის რეფორმაში ჩართვა სავალდებულოა ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტომდე არ იყო 40 წლის.

ფორმულის მიხედვით, დასაქმებული საკუთარი ხელფასიდან, იგულისხმება დღგ-ს ჩათვლით ხელფასი, იხდის 2%-ს. 2%-ს იხდის დამსაქმებელიც და ასევე სახელმწიფოც.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. არასამთავრობო ორგანიზაცია სადავოდ ხდის კანონის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, საპენსიო რეფორმაში მონაწილეობა სავალდებულოა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები