20 აპრილი 2024,   01:50
ვრცლად
მსახიობ რეზო ნასიძეს პროკურატურა ბრალს დღის ბოლომდე წაუყენებს

მსახიობ რეზო ნასიძეს ექიმის ცემის გამო ბრალს დღის ბოლომდე წაუყენებენ.

ის განჩინების საფუძველზე გუშინ დააკავეს, თუმცა, ნასიძე ამ დრომდე კლინიკაში ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და პნევმონიას მკურნალობს.

მედპერსონალის განმარტებით, პაციენტი ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს ითხოვდა, რასაც მისი დიაგნოზი არ ითვალისწინებდა, უარის შემდეგ კი ექიმს ფიზიკურად  გაუსწორდა.

დაკავებულის დედას კი ადასტურებს, რომ მისი შვილი ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს მართლაც ითხოვდა, თუმცა, მისი თქმით, ნასიძეს თავის ძლიერი ტკივილი აწუხებდა.

დღის ამბები