ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან მიმართებაში კი გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6702 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6744 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა.
1 ევრო კი 3.0563 ლარი ღირს მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0491 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0072 ლარი შეადგინა.