25 აპრილი 2024,   06:16
ვრცლად
"არც ერთ სასულიერო პირს არ აქვს უფლება, საეკლესიო ეთიკა დაარღვიოს" - პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე მეუფე პეტრეს პასუხობს 

მეუფე პეტრეს პრეტენზიებს, სადაც ის ამბობს, რომ ცილისმწამებელ სასულიერო პირებს სინოდი ხელს აფარებს, მღვდელთმსახურები პასუხობენ.

პატრიარქის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თქმით, "არ შეიძლება, წმინდა სინოდს მისივე წევრები დირექტივებით ესაუბრებოდნენ".

მამა გიორგი ზვიადაძე საეკლესიო ეთიკის დარღვევაზეც მიანიშნებს. პროტოპრესვიტერს კონკრეტული პირები არ დაუსახელებია, თუმცა ამბობს, რომ გარკვეული წევრებს მხრიდან საეკლესიო ეთიკა ირღვევა.

მამა გიორგი ზვიადაძე ამბობს, რომ მეუფე პეტრეს ჰქონდა უფლება, მოეთხოვა საკუთარი საკითხის განხილვა სინოდის სხდომაზე, თუმცა, მან ამის შესახებ სხვა მღვდელმთავრებს „მოკრძალებით“ უნდა სთხოვოს.

 „არსებობს საეკლესიო ეთიკა დ არც ერთ მღვდელმთავარს და არც ერთ სასულიერო პირს არ აქვს უფლება, საეკლესიო ეთიკა დაარღვიოს. იყო შემთხვევები, როდესაც ეთიკის წესები იყო დარღვეული, რაც ძალიან სამწუხაროა. მღვდელმთავარს როდესაც აქვს განსხვავებული პოზიცია, მან თავისი პოზიცია უნდა გადაამოწმოს სხვა მღვდელმთავრებთან. რაც უკვე სცილდება მღვდელმთავრის ეპარქიას, მას აქვს ერთადერთი შესაძლებლობა, რომ სინოდის წევრებთან ისაუბროს და რა თქმა უნდა, ისაუბროს მოკრძალებით, არა დირექტივებით, არამედ მოკრძალებით და მან ითხოვოს იმის შესახებ, რომ, თუ შესაძლებელი იქნება, ესა თუ ის საკითხი რომ იქნეს განხილული სინოდის სხდომაზე. ამას ყოველთვის სჭირდება საეკლესიო დამოკიდებულება და რაც შეეხება იმას, რომ ყველა მღვდელმთავარი ლოცვა-კურთხევის გარეშე, სინოდის თანხმობის გარეშე აკეთებდეს განცხადებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი,“ - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

მეუფე პეტრე წერილთან დაკავშირებით საუბრობს, რომლითაც მან მღვდელმთავრების კრებას ორჯერ მიმართა და რეაგირება მოითხოვა.

წერილში ჭყონდიდელი მიტროპოლიტი  მის წინააღმდეგ ცალკეული სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს თანამშრომლების მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებების გამო რეაგირებას ითხოვდა.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ მის წერილზე წმინდა სინოდს რეაგირება არ ჰქონია და არც წერილზე უმსჯელია.   

ამავე თემაზე
დღის ამბები