20 აპრილი 2024,   10:56
ვრცლად
"მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, გუნდური თამაშის წესები არ დაარღვიონ" - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის და აღმასრულებელი ხელისუფლების შეხვედრა კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში, გრძელდება. რამდენიმე საათია, ქართული ოცნება დახურულ კარს მიღმა მსჯელობს.

შეხვედრას არ ესწრება ეკა ბესელია. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მისი პარტიიდან გარიცხვაზე მსჯელობენ ქართული ოცნების წევრები. თუმცა, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მას გაუჭირდება საუბარი იმაზე, იქნება თუ არა საუბარი ამ საკითხზე. ის თანაგუნდელებს გუნდური თამაშისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ გუნდის თითოეულ წევრს მოვუფრთხილდეთ, რაც არ უნდა, გაურკვევლობა იყოს, რაც არ უნდა, კამათი იყოს, რაც არ უნდა, გვეჩვენებოდეს რომელიმეს, მე მათ შორის, პირველ რიგში ჩემ თავზე ვიტყვი, რომ არის გადაჭარბებული ამის შიგნით საუბარი, ეს გუნდის შიგნით უნდა მიმდინარეობდეს. გარიცხვაზე და მსგავს საკითხებზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ გუნდის წევრებს ვუფრთხილდებით ყველას და ამ ფარგლებში ვსაუბრობთ ისევ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჯერ დავალაგოთ გუნდის შიგნით ურთიერთობები. მე ვერავის ავუკრძალავ, ბუნებრივია და ვერავინ ამ ქვეყანაში, ვერც ერთ დეპუტატს, მით უმეტეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდეს და თავის პოზიცია გაუზიაროს. მაგრამ ერთია სიმართლე, მეორეა ამ სიმართლის ინტერპრეტაცია და მესამეა გუნდური თამაშის წესები. ჩვენ  მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს. ჩემი ფრაქციის წევრებს, რომ გუნდური თამაშის წესები არ დაარღვიონ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის მტკიცებით, დღევანდელი შეხვედრა არის სემინარი. მისი თქმით, ამ შეხვედრას არ ესწრება ბევრი დეპუტატი და შემადგენლობა ორგანიზატორმა განსაზღვრა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა დეპუტატის დასწრების აუცილებლობა არ იყო. 


 

დღის ამბები