19 აპრილი 2024,   19:16
ვრცლად
"თიბისი ბანკთან დაკავშირებული საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე" - ეროვნული ბანკი

"თიბისი ბანკთან დაკავშირებული საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზედამხედველო პოლიტიკის არსებობა," - ამ შეფასებას ეროვნული ბანკი პროკურატურის მიერ ბანკიდან გარკვეული საბუთების გამოთხოვასთან დაკავშირებით ავრცელებს.  

თიბისი ბანკი ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე," - წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

8 იანვარს საქართველოს მთავარ პროკურატურამ დაადასტურა, რომ უწყების საგამოძიებო ნაწილი სწავლობს თიბისი ბანკის დოკუმენტებს. თუმცა, დეტალები არ კონკრეტდება. პროკურატურაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის, დეტალებს გამოძიების შესახებ, უახლოეს მომავალში გაავრცელებს.

თიბისი ბანკი კი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

დღის ამბები