25 აპრილი 2024,   16:28
ვრცლად
ხმაური გორის პროზექტურასთან - 9 თვის ბავშვის მშობლებმა ცხედრის გაკვეთა გააპროტესტეს

გორის პროზექტურასთან ხმაური იყო, სადაც სოფელ ბერბუკში გარდაცვლილი 9 თვის ბავშვის მშობლებმა ცხედრის გაკვეთა გააპროტესტეს.

ჩვილი ოჯახის წევრებმა დღეს დილით გარდაცვლილი ნახეს, თუმცა, რა გახდა 9 თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

ოჯახის წევრების თქმით, ბავშვი ავადმყოფობდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოშიც იწვა მკურნალობის მიზნით. გაწერის შემდეგ ჩვილს კიდევ ერთი გადასხმა გორის ბავშვთა საავადმყოფოშიც გაუკეთეს. ამის შემდეგ კი ოჯახის წევრებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაში საეჭვო აღარაფერი შეუნიშნავთ. დღეს დილით კი ჩვილი გარდაცვლილი ნახეს.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებიდან ჩვილის ცხედარი კახეთში, საკუთარ სახლში, უკვე გადაასვენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დღის ამბები