24 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმე დაწყებულია ე.წ. ომეგას სკანდალის ქეისით" - ანი მიროტაძე TBC ბანკის შესახებ 

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმე დაწყებულია ე.წ. ომეგას სკანდალის ქეისით,“ - ეს განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო 2020-ის დამფუძნებელმა, ანი მიროტაძემ, TBC ბანკის წინააღმდეგ დაწყვებული გამოძიების შესახებ გააკეთა. 

ანი მიროტაძე  სწორედ ომეგა ჯგუფის საქმეს უკავშირებს მამუკა ხაზარაძის და TBC ბანკის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას. 

მიროტაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს და ასევე მის საბანკო სფეროს მიმართ განსაკუთრებულ ინტერესებზე.

მიროტაძე არ გამორიცხავს, რომ ეს საქმე მამუკა ხაზარაძის მხრიდან ქართული ოცნებისთვის და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირისთვის წილების გადაფორმებით დასრულდეს.  

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმე დაწყებულია ე.წ. ომეგას სკანდალის ქეისით, სადაც ლაპარაკია არასამუშაო დღეებში საბანკო ოპერაციების განხორციელებაზე, სადაც პირდაპირ დარღვევაა, ეს ერთი და საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვითაც და ვალდებულების მიხედვითაც, გარკვეული განმარტებები ამასთან დაკავშირებით ბანკს უნდა გაეკეთებინა და მე ვფიქრობ, რომ იქ გარკვეული გადაცდომები იყო. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ საკითხი არის ბევრად უფრო ღრმა და ბევრად უფრო მრავალმხრივი, რომელიც, ალბათ, გამოჩნდება უახლოეს მომავალში. მე ვიცი ერთი რამ, რომ მოძლიერებული ფინანსური ჯგუფები არ აწყობს ბიძინა ივანიშვილს იმიტომ, რომ მას ძალიან ეშინია ფულის არსებობის ჩვენს ქვეყანაში, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რომ, თუ სადმე იქნება გარკვეული რაოდენობის ფინანსური რესურსი, ეს საფრთხეს შეუქმნის მის მმართველობას,“ - განაცხადა ანი მიროტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი, ომეგა ჯგუფის სკანდალთან დაკავშირებით სახელმწიფო მხრიდან ბიზნესზე რეკეტის საქმეზე საუბრობდა. ის ამბობდა, რომ ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის, დავალებით სწორედ TBC ბანკიდან მოხდა 4 მილიონის გატანა რამდენიმე დღით ადრე დარეგისტრირებულ კომპანიის მიერ და ეს მოხდა არასამუშაო საათებში, რაზეც ოქუაშვილი მიუთითებდა, რომ ეს იყო კანონდარღვევა.

 

დღის ამბები