25 აპრილი 2024,   17:02
ვრცლად
"ბაფტას" დაჯილდოვების ცერემონია - ლონდონში გამორჩეულ ფილმებს, რეჟისორებს და მსახიობებს დაასახელებენ

ოსკარის დაჯილდოების ცერემონიამდე წლის გამორჩეულ მსახიობებს, ფილმებსა და რეჟისორებს ბრიტანეთში დაასახელებენ. ლონდონში ბრიტანული კინოაკადემიის - "ბაფტას" ნომინანტები დაასახელეს.

12 ნომინაციაზეა წარდგენილი ისტორიული დრამა "ფავორიტი", რომლის მთავარი როლის შემსრულებელმა ოლივია კოლმანმა 4 დღის წინ ოქროს გლობუსი აიღო. ის "ბაფტას" ჯილდოს მიღებასაც შეეცდება, გლენ ქლოუზთან ერთად, რომელიც ქალებს შორის წლის საუკეთესო მსახიობების ნომინაციაზეა წარდგენილი.

7-დ კატეგორიაში შეეცდებიან ჯილდოს მოპოვებას "ბოჰემური რაფსოდია", "ვარსკვლავი იბადება" და "რომა". 6 ნომინაციაზეა წარდგენილი პოლიტიკური კომედია "ვიცე პრეზიდენტი"რომელშიც დიკ ჩეინზს კრისტიან ბეილი ასახიერებს. ის ბრედლი კუპერთან და რამი მალეკთან ერთად მამაკაცებს შორის საუკეთესო მსახიობის ტიტულისთვის იბრძოლებს.

"ბაფტას" დაჯილდოების ცერემონია ლონდონში, როიალ ალბერტ ჰოლში 10 თებერვალს გაიმართება.

დღის ამბები