16 აპრილი 2024,   11:20
ვრცლად
"თბილისი მოლში" ხანძარია

"თბილისი მოლში" ხანძარია. ცეცხლი სავაჭრო ცენტრის პარკინგზე მდგარ ავტომანქანას გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. 

ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. როგორც უწყებაში აცხადებენ მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

დღის ამბები