სახანძრო განგაში „თბილისი მოლში“ - სავაჭრო ცენტრი მთლიანად ევაკუირებული იყო. განგაში "თბილისი მოლში" მას შემდეგ გამოცხადდა, რაც იქ მყოფმა ადამიანებმა კვამლის სუნი იგრძნეს.
შენობა თანამშრომლებსაც დაატოვებინეს. ცეცხლი სავაჭრო ცენტრის პარკინგზე მდგარ ავტომანქანას გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. უწყებაში აცხადებენ, რომ ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის მოქალაქეებმა "თბილისი მოლში" შესვლა უკვე შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცველები სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს შეისწავლიან, რომლითაც დადგინდება, რამ გამოიწვია "პეჟოს" მარკის ავტომობილის დაწვა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი