16 აპრილი 2024,   15:46
ვრცლად
"გარიცხვა პრობლემებს არ შველის" - თამარ ჩუგოშვილი თანაგუნდელებს კრიზისიდან გამოსვლის სხვა გზების მოძიებისკენ მოუწოდებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მოსამართლეთა ე.წ. შავი სიის შემადგენლობის გადახედვას ითხოვს -  განცხადება, თამარ ჩუგოშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

ვიცე-სპიკერი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სიასთან დაკავშირებით პარტიაში დაწყებული განხეთქილება შესაძლოა ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის გარიცხვით დასრულდეს. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მან ამის შესახებ მედიიდან გაიგო.   

„რაც შეეძლება ზოგადად გარიცხვის თემას თუ ა.შ. მე არ ვიცი, მე მსგავსი არ მომისმენია. მხოლოდ მედიიდან მივიღე ეს ინფორმაცია. ჩვენ გუნდში ამასთან დაკავშირებით საუბარი არ გვქონია და არც მომწონს ასეთი მიდგომები. მე ვფიქრობ, რომ თუ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და თუ არსებობს პრობლემები გუნდში, თვითონ პრობლემები არის მოსაგვარებელი. არც გარიცხვა და არც ამაზე საუბარი პრობლემებს არ შველის. პრობლემებს გადაჭრა უნდა  და არა გარიცხვა სხვადასხვა წევრების. ვინ რა ფორმით გამოხატავს აზრს, ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს, ვინ გუნდის შიგნით იტყვი თუ გუნდის გარეთ, ეს ჩემთვის არის მეორეხარისხოვანი. იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არის სწორი და კარგი სასამართლო სისტემა. კარგი სასამართლო სისტემა არ არსებობს რეპუტაციის გარეშე და სასამართლოს რეპუტაციას დისკრედიტებული ადამიანები ვერ შექმნიან,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ეკა ბესელიას და გდევან ფოფხაძის პარტიიდან გარიცხავზე მსჯელობას უარყოფს გია ვოლსკიც. მისი თქმით, ის რაც ახლა უმრავლესობაში ხდება ჩვეულებრივი შიდა პოლიტიკური ამბავია და ამაში განსაკუთრებული არაფერია.

„ვფიცავ ქვეყნის, ხალხის და უფლის წინაშე, ამ თემაზე საერთოდ ლაპარაკი არ გვქონია. არანაირი ტრაგედია არ არის. ჩვეულებრივი ამბავია პოლიტიკაში ესეთი საკითხები ხდება, ერთმანეთს სცილდებიან, ახალი ჯგუფები იქმნება. მაგრამ ფაქტია არის ერთი, საზოგადოება დაიღალა იმის ყურებით ვინ ვისზე რას ამბობს და დაპირისპირების რა ხარისხი და რა შინაარსია. საზოგადოება ითხოვს ჩვენგან  გადაწყვეტილებები იქნას მიღებული ისეთი, რომელიც სახელმწიფოს არა თუ არ დააზიანებს, წაადგება კიდევაც სამომავლოდ. ეს არის მთავარი ამოცანა. შიგნით რა პროცესები მიდის, რა საკვირველია საინტერესოა, რა საკვირველია ვიზუალურადაც საინტერესოა და შოუც კარგია, პოლიტიკური შოუ, მაგრამ მთავარი ამოცანა ჩემთვის პირადად ეს არის,“-განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები