20 აპრილი 2024,   16:12
ვრცლად
"გარიცხვა ჩემთვის არის მიუღებელი და აღარ მინდა ამის მოსმენა" - ბიძინა გეგიძე ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს კრიზისი განმუხტოს

საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად დეპუტატების ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

დეპუტატი ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძემ უმოკლეს დროში უნდა წარმოადგინოს გეგმა თუ როგორ აპირებს არა მარტო მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირების განმუხტვას, არამედ მოსამართლეთა ე.წ. შავი სიის პროცედურების მოგვარებას.

„უმოკლეს ვადაში პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა წარმოადგინოს კონკრეტულ დროში გაწერილი პროცესი ამ ვითარების ირგვლივ. პროცესი სადაც მოცემული იქნება ფორმატები, რა ფორმატებში განვითარდება ეს პროცესი. მოცული იქნება პროცესი დღისწესრიგებით. იქნება განხილვები, ცვლილებები თუ საჭირო არის საკანონმდებლო, იქნება შეხვედრები სხვადასხვა წრეებთან. იქნება დისკუსიები, დებატები. ამომრჩეველმა დაანახოს, რომ ეს პროცესი არის გამჭირვალე. და მეორე, ამ პროცესმა შეიძინოს და ამ თემამ შეიძინოს რესპექტაბელურობა რომელსაც მოკლებულია გამომდინარე იქიდან რომ ერთ დღეში წარმოდგენილი სია მოხვდა ბოლო წუთში და ა. შ. გარიცხვა, გამორიცხვა- ეს ტერმინები ჩემთვის არის მიუღებელი და აღარ მინდა ამის მოსმენა და ამის ყურება,"-განაცხადა ბიძინა გეგიძემ

ამავე თემაზე
დღის ამბები