პოლიტიკური კრიზისი მმართველ გუნდში შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ეკა ბესელიას "ქართული ოცნებიდან" გაშვებაზე მედია დილიდან წერს.
გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერებმა სავარაუდოდ კახეთში დახურულ შეკრებაზე მიიღეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ოცნებიდან“ გარიცხავენ ეკა ბესელიას მთავარ მოკავშირეს დეპუტატ გედევან ფოფხაძესაც.
პროცესების ასეთ რადიკალურ განვითარებამდე ეკა ბესელია მოთხოვნებს არ ცვლის და მის თანამოაზრეებთან ერთად დახურულ შეხვედრებს განაგრძობს. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის გზავნილები დღეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს დახურულ შეხვედრაზე გედევან ფოფხაძემ გააცნო.
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი კი ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვას მხარს არ უჭერს. ისინი უმრავლესობის სხდომის მოწვევას და პარტიაში არსებულ განხეთქილებაზე ფართო მსჯელობას ითხოვს.
ბიძინა გეგიძე კი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს იპოვოს გამოსავალი და დასახოს კონკრეტული გზები მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირების განსამუხტად.