20 აპრილი 2024,   07:53
ვრცლად
მოსამართლეთა ე.წ შავი სია - არასამთავრობოები შემადგენლობის გაწვევას მოითხოვენ, ოპოზიცია კი იუსტიციის საბჭოს ივანიშვილთან გარიგებაზე საუბრობს 

ახალი დაპირისპირება მოსამართლეთა სიის გამო - "ქართული ოცნების" შიგნით დაწყებულ კონფლიქტთან ერთად პროტესტს გამოთქვამენ არასამთვრობო ორგანიზაციები. 

სამოქალაქო სექტორი მოსამართლეების ე.წ შავ სიაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ”ქართულ ოცნებას” აკისრებს. 30 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს იუსტიციის საბჭოს უკან დაუბრუნოს მოსამართლეთა 10 კაციანი შემადგენლობა, რომელთა დანიშვნაც საბჭოს უზენაეს სასამართლოში უვადოდ სურს და ახალ სიაზე მსჯელობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყოს, რაც კანონში მოსამართლეების შერჩევისთვის აუცილებელი საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს და სტანდარტებს გაწერს

სამოქალაქო სექტორს ეჭვი აქვს, რომ პროცედურები დარღვევით იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა ე.წ შვი სია მმართველი გუნდის მაღალ ეშელონებთან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთანაც შეთანხმებული ჰქონდა. საკითხის განხილვა კი საზოგადოების პროტესტის ფონზე გაზაფხულისთვის გადადო.

მმართველ გუნდს დღეს არ აქვს პასუხი, გაზაფხულზე იგივე სიას განიხილავს თუ ახალზე იმსჯელებს კრიტერიუმების დამტკიცების შემდეგ. ოპოზიცია კი ივანიშვილისა და მოსამართლეების გარიგებაზე საუბრობს და რეალური ცვლილებების იმედი არ აქვს.

პოზიციები განსხვავდება იუსტიციის საბჭოში. ნაზი ჯანეზაშვილი სამოქალაქო სექტორს ეთანხმება და მიიჩნევს, რომ სია საბჭოს პარლამენტმა უკან უნდა დაუბრუნოს. მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი კი პარლამენტს მოუწოდებს, არსებული სია დაამტკიცოს და უმრავლესობის დეპუტატებს, რომლებიც სიის წინააღმდეგნი ღიად იყვნენ, სასამართლოს გაკონტროლების მცდელობაში ადანაშაულებს.

დღის ამბები