16 აპრილი 2024,   21:25
ვრცლად
„თუ მოძმე სომხეთმა რაღაც ცოტა ინდექსით წინ გაგვისწრო, ჩვენ ამას გამოწვევად ვღებულობთ" - გია ვოლსკი "ეკონომისტის" კვლევაზე 

„თუ ჩვენმა მოძმე სომხეთმა რაღაც ცოტა ინდექსით წინ გაგვისწრო, ჩვენ ამას გამოწვევად ვღებულობთ,“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ჟურნალ „ეკონომისტის“ შეფასებას, რომლის მიხედვითაც, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოში დემოკრატიის ინდექსმა ყველაზე მკვეთრი ვარდნა განიცადა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები გასათვალისწინებელია, თუმცა ამან შედეგი ვერ შეცვალა.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატიულობის დონე საკმაოდ მაღალია.

„არჩევნებთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები იყო, რომელმაც რეალურად შედეგი ვერ შეცვალა, მაგრამ ეს შენიშვნები გასათვალისწინებელია. თუ ჩვენმა მოძმე სომხეთმა რაღაც ცოტა ინდექსით წინ გაგვისწრო, ჩვენ ამას გამოწვევად ვღებულობთ, მაგრამ ფაქტია, რომ დემოკრატიულობის დონე, მმართველობის სისტემის და ყველა ინდექსი, რომელიც გააჩნია ბიზნესს, მედიის თავისუფლებას, არის საკმაოდ მაღალი, თუნდაც, სასამართლოსი არის მაღალი, რითაც თითოეულ მოქალაქეს შეგვიძლია, ვიამაყოთ,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

კვლევის თანახმად, საქართველო კვლავ ჰიბრიდული რეჟიმების სიაშია, თუმცა გაუარესებული ინდექსით. 2017 წელს საქართველო 5.93 ქულით იყო შეფასებული, წელს კი ის 5.50-ნიშნულამდე დაეცა. კვლევაში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნების შემდეგ მთავრობის პოლიტიკა შეიცვალა.

„ეკონომისტის“ მკვლევარებს მაგალითად მოჰყავთ ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომისას გამოცხადებული მთავარი მიზეზი: "უთანხმოება ბატონ ივანიშვილთან" და არა "ხალხის მასობრივი უკმაყოფილება" მთავრობის საქმიანობის მიმართ.

„ეკონომისტის“ მკვლევართა მიერ მომზადებულ ანგარიშში საუბარია საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

"ბატონი ივანიშვილის გავლენით, მთავრობა ჩაერია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და 600 000 მოქალაქეს არჩევნებიდან 2 კვირაში ვალის ჩამოწერა შესთავაზა,“ - წერს „ეკონომისტი“.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები