19 აპრილი 2024,   07:20
ვრცლად
ხანძარს ქუთაისში 65 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხანძარს ქუთაისში 65 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივების განცხადებით, კვამლი გამთენიისას შენიშნეს, თუმცა ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.

მეხანძრეებმა სახლში მყოფი 83 წლის ქალბატონის გადარჩენა შეძლეს, მამაკაცი კი, ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების განცხადებით, ხანძარი სავარაუდოდ ელექტრო სადენების გაუმართაობამ გამოიწვია.

დღის ამბები