ბელარუსის პრეზიდენტი მოსკოვს ემუქრება. ალექსნადრე ლუკაშენკო კრემლისგან იმ ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, რომელიც ბელარუსს რუსეთის მიერ ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებულმა საგადასახადო ცვლილებებმა მიაყენა. საუბარია 10 მილიარდ 500 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალზე.
დანაკლისი რუსეთის მიერ ნავთობის ექსპორტზე გადასახადის ეტაპობრივი შემცირებით და მომავალში მისი სრული გაუქმებითაა გამოწვეული. ამის სანაცვლოდ კრემლი ნავთობის მოპოვებაზე დაწესებულ გადასახადს ზრდის.
ლუკაშენკოს განცხადებით, თუ რუსეთი კომპენსაციის გაცემაზე უარს იტყვის, ის დასავლეთში ერთადერთ მოკავშირეს დაკარგავს.