25 აპრილი 2024,   04:24
ვრცლად
"მხოლოდ „რუსთავი 2"-ს ჰგონია, რომ არ გამოვჩენილვარ" - თალაკვაძე "ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე დასმულ კითხვებს გაურბის 

„ეს თქვენ გგონიათ, რომ არ გამოვჩენილვარ. მხოლოდ „რუსთავი 2-ს“ ჰგონია, რომ არ გამოვჩენილვარ,“- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „კურიერის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ის კამერების წინ იმიტომ არ ჩანდა, რომ ახალი წლის დღეები იყო. არჩილ თალაკვაძის აზრით, მხოლოდ „რუსთავი 2-ს“ ჰგონია, რომ ეკრანზე არ ჩანს.

არჩილ თალაკვაძემ „კურიერთან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა და „ქართულ ოცნებაში“ არსებულ მწვავე დაპირისპირებაზე არ ისაუბრა. 

„სინამდვილეში იყო ახალი წლის დღეები, დღეს როგორც ნახეთ, ჩართვა მქონდა „იმედზე“,“- აღნიშნა თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე ცოტა ხნის წინ წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ საკუთარი პარტიის ლიდერს სოციალური ქსელით უპასუხა და აღნიშნა, რომ ყველაფერს ნათელს ორშაბათს მოჰფენს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები