23 მარტი 2019,   17:28
ვრცლად
დიდთოვლობა გერმანიაში - სტიქიისგან დაზარალებულ ქალაქებს არმია ეხმარება

დიდთოვლობის გამო გერმანიის ბავარიის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიისგან დაზარალებულ ქალაქებში დასახმარებლად არმია გამოიძახეს. მეტეოროლოგები ავსტრიის მოსაზღვრე რაიონებში დღეს თოვლის საფარის სიმაღლის კიდევ ნახევარი მეტრით მომატებას ვარაუდობენ. უსაფრთხოების გამო უკვე ერთი კვირაა დახურულია სკოლები, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლაც.

ანალოგიური ვითარებაა ავსტრიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებშიც, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე სამ მეტს აღემატება. სტიქიის ზონაში ზვავსაშიშროებაა გამოცხადებული, რის გამოც ხელისუფლებამ რამდენიმე მაგისტრალზე მოძრაობა აკრძალა.

დღის ამბები