23 მარტი 2019,   17:28
ვრცლად
მოზარდებს მკვლელობის საქმე და დ.ღ.-ს პროცესი - ბრალდების ორმა მოწმემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას ცრუ ჩვენების მიცემაზე დაკავებული არასრულწლოვნის პროცესზე ბრალდების მხარემ 3 მოწმე წარმადგინა, თუმცა მათგან 2-მა მოწმის სახით ჩვენებაზე უარი თქვა. 

ისინი ამ საქმეზე უკვე მსჯავრდებულები არიან და არ სურდათ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. მესამე მოწმემ კი, რომელიც 51-ე სკოლის მოსწავლეა. 

ადვოკატის თქმით, მან სასამართლოს არსებითი ინფორმაცია ვერ მიაწოდა, რადგან ჩხუბის დროს ხორავას ქუჩაზე არ იმყოფებოდა და საქმესთან შემხებლობა არ გააჩნია.

„ბრალდების მხარემ წარმოადგინა მოწმე, რომელიც არ ყოფილა ხორავას ქუჩაზე 4 ნომერში. ის არ იყო ფაქტების შემსწრე და მან სასამართლოზე საერთოდ ვერაფერი ვერ თქვა და არ შეეძლო რაიმე ინფორმაცია მოეწოდებინა. მართლა შოკში ვარ, რომ ასეთი მოწმეებით არის გადაჭედილი საქმე და ასეთი მოწმეების გამო ამყოფებენ ბავშვს უდანაშაულოდ წინასწარ პატიმრობაში,“ - განაცხადა ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა.

პროკურორის, ბესიკ ქვარცხავას თქმით კი, საქმესთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე მოწმე დაიკითხება.

„გვრჩება რამდენიმე მოწმე კვლავ დასაკითხი, გამოსაკვლევია რამდენიმე წერილობითი მტკიცებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს არის გარკვეულ დროსთან, პროცედურებთან დაკავშირებული. ჩვენ როგორც აქამდე, ასევე მომავალში, ვაპირებთ და გავაგრძელებთ აუცილებლად, ისე რომ მაქსიმალურად შევეცდებით, არასრულწლოვნისთვის მინიჭებული ამ კონკრეტულ, შეზღუდულ ვადაში მოესწროს და გამოკვლეულ იქნეს აბსოლუტურად ყველა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება,“ - აცხადებს პროკურორი.

დღის ამბები