20 აპრილი 2024,   06:18
ვრცლად
გარიგებული მატჩების საქმე - ესპანეთში 83 ადამიანი დააკავეს

ესპანეთის პოლიცია ჩოგბურთის გარიგებული მატჩების საქმეს იძიებს. ევროპოლის მხარდაჭერით ესპანელმა სამართალდამცველებმა მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს და 83 ადამიანი დააკავეს. მათ შორის 28 პროფესიონალი ჩოგბურთელია.

მათი ნაწილი ამერიკის ღია ჩემპიონატშიც მონაწილეობდა, თუმცა ვინაობა არ სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, გარიგებულ მატჩებს ორგანიზებას სომხური დანაშაულებრივი ჯგუფი უწევდა.

ოპერაციის ფარგლებში პოლიციამ 11 საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა, სადაც დიდი ოდენობით ფული, ცეცხლსასროლი იარაღი და საკრედიტო ბარათები აღმოაჩინეს.

მფლობელებს ძვირადღირებული მანქანებიც ჩამოართვეს და საბანკო ანგარიშებიც გაუყინეს.

დღის ამბები