25 ივნისი 2019,   21:00
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძეზე - სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლს ბრალი საავადმყოფოში წარუდგინეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს ბრალი წარედგინა. სასწრაფო დახმარების მძღოლისთვის ბრალის წარსადგენად გამომძიებლები საავადმყოფოში მივიდნენ.

საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც კლინიკაში პაციენტი გადაჰყავდა, გუშინ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა მშენებლობაზე დასაქმებულებს შეეჯახა. ტრაგიკული შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე დილით 8:00 საათზე მოხდა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ერთი ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო 12-მა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, მათ შორის მედპერსონალმაც.

ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლი გადაღლილი იყო და, სავარაუდოდ, ჩაეძინა, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები