20 აპრილი 2024,   17:25
ვრცლად
ივანიშვილი ბესელიას წინააღმდეგ - ლიდერის პოზიცია ე.წ. ამბოხებული დეპუტატებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა 

ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიას წინააღმდეგ. უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეების 10 კაციანი სია, ამჯერად პარტიის თავმჯდომარის და დეპუტატის დაპირისპირების მიზეზი გახდა. ივანიშვილი ბესელიას საჯაროდ დაუპირისპირდა. თუმცა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოზიცია მიუღებელი და გაუგებარია აღმოჩნდა ე.წ. ამბოხებული დეპუტატებისთვის.

ბიძინა ივანიშვილი თანაგუნდელების ნაწილმა მისი განცხადების პირველი ნაწილის გამო გააკრიტიკეს, სადაც პარტიის თავმჯდომარე მოსამართლეობის კანდიდატების გვარებს და სახელებს არ ახსენებს და მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე ლაპარაკობს.

ბიძინა ივანიშვილის დამცველები დღეს პარტიაში განცხადების გაკეთებისთანავე გამოუჩდნენ. დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ მოსამართლეობის კანდიდატების სიას საერთო პრობლემა უწოდა და ე.წ. ამბოხებულებს მიმართა, რომ პოლიტიკური ვაჭრობა დაასრულონ.

ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის უკან გაწვევა. ამის შემდეგ კი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და მიღება, სადაც მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად საჭირო კრიტერიუმები გაიწერება.

ოპოზიციამ კი ბიძინა ივანიშვილის განაცხადში დღეს კიდევ ერთხელ დაინახა გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს სასამართლო სისტემის სრული დამორჩილება აქვს გადაწყვეტილი.

მთავრობის ოპონენტები ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის მიმართ გაფრთხილებად და ღია მუქარად აფასებენ.

დღის ამბები