25 აპრილი 2024,   19:33
ვრცლად
საინფორმაციო ვაკუუმი - ე.წ. მატროსოვის ციხის საკნებში "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა გათიშულია

მატროსოვის ციხის ყველა საკანში „რუსთავი 2“-ის მაუწყებლობა გათიშულია. ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის მაუწყებლობა შეზღუდულია ყველა საპყრობილეში. რატომ უზღუდავენ პატიმრებს ინფორმაციის მიღების თავისუფლებას - ამ კითხვით სახალხო დამცველმა თეა წულუკიანის უწყებას უკვე მიმართა და 17 დეკემბერს ოფიციალური წერილი გაუგზავნა.ომბუდსმენს აინტერესებს, რატომ იბლოკება „რუსთავი 2“ მხოლოდ პატიმრებისთვის მაშინ, როდესაც ციხის ადმინისტრაცია ამავე შენობებში არხს შეუზღუდავად უყურებს.

ადვოკატები ფიქრობენ, რომ ქვეყნის ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის მაუწყებლობის შეზღუდვა, მიზანმიმართულად ხდება, რათა ციხეებში მყოფი პატიმრები საინფორმაციო ვაკუუმში ამყოფონ.

„რუსთავი 2“-ის მაუწყებლობის დაბლოკვა ხელისუფლებამ არხის სატელიტური პარამეტრების შეცვლით გაამართლა. 2016 წლის პირველი ნოემბრიდან, „რუსთავი 2“ თურქული სატელიტიდან, ევროპულ ეუტელსატზე გადავიდა, იქ სადაც ყველა წამყვანი ევროპული არხი მაუწყებლობს. მიუხედავად, იმისა, რომ არხის გადაცემების საკნებში გავრცელებას მხოლოდ სატელიტური თეფშის პარამეტრების შეცვლა სჭირდებოდა, „რუსთავი 2“ მაინც არ ჩართეს.  

სასჯელაღსრულების ადმინისტრაციამ არხს მისწერა, რომ „რუსთავი 2“-ის საკნებში გასავრცელებლად ტექნიკური საშუალება არ გააჩნდა.

შესაბამისი ტექნიკა, რომელიც წულუკიანის უწყებამ დაწესებულებაში მაუწყებლობის შეწყვეტის მიზეზად დაასახელა 35 ლარი ღირს. მის ინსტალაციას კი სამაუწყებლო კომპანია სასჯელაღსრულების დეპარტამენტს სურვილის შემთხვევაში საკუთარი ძალებით სთავაზობს.

გამონახავს თუ არა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი თანხებს ან მიიღებს თუ არა „რუსთავი 2“-ის შეთავაზებას უცნობია. წულუკიანის უწყებაში კურიერის კითხვებს დღეს არ უპასუხეს. წულუკიანის უწყებაში არც იმაზე აქვთ პასუხი, რატომ არღვევენ მსჯავრდებულების კონსტიტუციურ უფლებას.

დღის ამბები