25 აპრილი 2024,   09:27
ვრცლად
„ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მხარს უჭერდა ჩინჩალაძე-მურუსიძის დაჯგუფებას" - ალექსანდრე ბარამიძე

„ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მხარს უჭერდა ჩინჩალაძე-მურუსიძის დაჯგუფებას, რომელიც გაბატონებულია სასმართლო ხელისუფლებაში,“- ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მოსამართლეების დანიშვნის საკითხსა და გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე წერს.

ალექსანდრე ბარამიძის აზრით, მოსამართლეთა 10-კაციანი სია, რომელსაც პარტიაში დაპირისპირება მოჰყვა, ივანიშვილთან შეთანხმებული იყო.

„ვვარაუდობ, რომ სია, რომელიც ასე უაპელაციოდ გადაუგდეს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, ასევე იყო შეთანხმებული ივანიშვილთან. მისი გაღიზიანება გამოიწვია იმ ამბავმა, რომ მისი გუნდის გარკვეულმა წევრებმა, მათ შორის ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ლევან კობერიძემ და სხვებმა ღია ოპონირება და ოპოზიცია გამოხატეს ამ სიის მიმართ,“- განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასა და გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე წერილობითი განცხადება დღეს გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ექსპრემიერს განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები