19 აპრილი 2024,   22:20
ვრცლად
"უპრინციპო ადამიანები" - იუსტიციის საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს

იუსტიციის საბჭოს წევრებს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს. შოთა ქადაგიძე და სერგო მეთოფიშვილი არამოსამართლე წევრებს ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს საჯაროდ აკრიტიკებენ, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს კი უსაფუძვლოს და პოპულისტურს უწოდებენ.

შოთა ქადაგიძე ფეისბუქზე წერს, რომ ჯანეზაშვილი და დოლიძე საბჭოს დამოუკიდებელი წევრები არ არიან და ისინი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებებს ახმოვანებენ. ქადაგიძე დარწმუნებულია, რომ სინამდვილეში დამოუკიდებელ წევრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბლოკირება სურთ.

რაც შეეხება სერგო მეთოფიშვილს, ის წერს, რომ ნაზი ჯანეზაშვილს რეალურად არ სურს სასამართლოში არსებული პრობლემების მოგვარება და ამ მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებას ყოველთვის ეწინააღმდეგება.

კოლეგების მწვავე განცხადებებს მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილს უწოდებს ნაზი ჯანეზაშვილი

„მიჭირს რაიმე ვთქვა ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც პრინციპები არ გააჩნია, არ არიან ერთგულები ღირებულებების, რომელიც საჭიროა ამ ქვეყნისთვის, სასამართლოსთვის, დემოკრატიისთვის. ამიტომ ძნელია ვისაუბრო ამ ადამიანებზე და კომენტარის გაკეთებაც მიჭირს, როდესაც ვსაუბრობ სერგო მეთოფიშვილზე, ქადაგიძეზე. ეს არის წინასწარ დაგეგმილი და მაშინ როდესაც ყველა, სერგო მეთოფიშვილი, ქადაგიძე და ხარებავა ერთნაირი პათოსით გამოდიან და განცხადებებს აკეთებენ, ბუნებრივია აჩენს ეჭვებს, რომ ეს არის წინასწარ განზრახული და დაგეგმილი კამპანია ჩემს წინააღმდეგ,“-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.  

დღის ამბები