20 აპრილი 2024,   08:50
ვრცლად
ტრამპი მექსიკის საზღვრის აშენებისთვის დაფინანსებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით იმუქრება

დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატებსა და მექსიკას შორის საზღვარი პირადად მოინახულა.

პრეზიდენტი ტეხასის შტატში სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა და უსაფრთხოების კედლის მშენებლობის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

გამგზავრებამდე კი ჟურნალისტებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, თუკი მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების საკითხი არ გადაწყდება.

ამ გადაწყვეტილებით ტრამპი შეძლებს მშენებლობისთვის დაფინანსება კონგრესის გვერდის ავლით მოიპოვოს.

დონალდ ტრამპი 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს, დემოკრატები კი საზღვარზე კედლის აშენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.  

დღის ამბები