19 იანვარი 2019,   05:15
ვრცლად
ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან ნაკლებად მნიშვნელოვანია - ცქიტიშვილი

დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობაში და დაანონსებული შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში - ამბოხებული დეპუტატების ბედი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გადაწყდება.

სწორედ მმართველი პარტიის სხდომაზე გადაწყდება დარჩებიან თუ გაირიცხებიან გუნდიდან ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ე.წ. ახლებთან დაპირისპირებულ სხვა დეპუტატები.

საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე დაპირისპირებაზე ღიად უკვე დიდი ხანია საუბრობენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ადასტურებს, რომ უმრავლესობის სხდომაზე, სწორედ პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირება განიხილება. თუმცა მისივე თქმით, გუნდში ჯერ კიდევ არსებობს პოზიციების დაახლოების რესურსი.

რაც შეეხება უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიას, რაც მმართველ გუნდში დაპირისპირების ბოლო თემად იქცა, ცქიტიშვილის ინფორმაციით, ათკაციანი სია შესაძლოა არ დაკორექტირდეს.

ცქიტიშვილის განცხადებით, სიის შეცვლა არ შეცვლის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს,  მაგრამ თუ იგივე დარჩება ამ საკითხზე ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან გუნდის დანარჩენი წევრებისთვის მნიშვნელოვანი არ არის.

,,შემადგენლობა პროცედურულად შეიძლება დარჩეს და ამას ვუყაროთ კენჭი, ან ახალი სია წარმოადგინონ ეს ცალკე საკითხია. მე ვფიქრობ რომ ძალიან სწორი პროცესი წარიმართა პარლამენტში. ეს არის საპარლამენტო პროცესი  და პარლამენტმა უნდა მიიღოს  გადაწყვეტილება. პარლამენტი თავისი  პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან ნაკლებად მნიშვნელოვანია,"-განაცხადა ცქიტიშვილმა. 

დაპირისპირება მმართველ გუნდში უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა გამო დეკემბრის ბოლოს დაიწყო. პროტესტის ნიშნად, ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით ფოფხაძის არჩევისას რეგლამენტი დაირღვა, რის გამოც ის ამ თანამდებობას ვერ დაიკავებს. 

ბესელიას წინააღმდეგ ე.წ. ახლებს მხარს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც უჭერს, გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილმა ბესელია და ფოფხაძე მკაცრად გააკრიტიკა. მმართველი პარტიის სხდომაზე შესაძლოა ბესელია და ფოფხაძე მმართველი გუნდიდან გარიცხონ.

დღის ამბები