20 აპრილი 2024,   01:20
ვრცლად
ვამაყობ რომ საბერძნეთი ევროკავშირს პრობლემებს აღარ უქმნის - ალექსის ციპრასი

ალექსის ციპრასი ამაყობს, რომ საბერძნეთი ევროკავშირს პრობლემებს აღარ უქმნის და პირიქით, მათ მოგვარებაში ეხმარება. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრის დროს განაცხადა.

წლების წინ ის სწორედ გერმანიას ადანაშაულებდა იმაში, რომ საბერძნეთს ევროკავშირი გაუსაძლისი ანტიკრიზისული პოლიტიკის გატარებას აიძულებდა. ამის გამო ციპრასსა და ანგელა მერკელს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაც ჰქონდათ. ახლა კი ანგელა მერკელი საბერძნეთის პოლიტიკით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ქვეყნისთვის ახალი ერა იწყება.

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის ხელისუფლებამ ანგელა მერკელის ვიზიტის დროს საპროტესტო გამოსვლები აკრძალა, დემონსტრანტები დედაქალაქის ცენტრში მაინც შეიკრიბნენ, რასაც პოლიციელებთან დაპირისპირება მოყვა.

დღის ამბები