20 მარტი 2019,   22:32
ვრცლად
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას შეზღუდა. მიზეზი H1N1-ის ვირუსია. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და სასაზღვრო სამსახურების მიერ საოკუპაციო ხაზზე მდებარე გამშვებ პუნქტზე საკარანტინო ღონისძიებები ტარდება.

შეზღუდულია მოსახლეობის გადაადგილებაც. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. ღორის გრიპის გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ოფიციალურად ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

დღის ამბები