19 აპრილი 2024,   20:07
ვრცლად
მამაკაცი, რომელმაც გლდანში ახალგაზრდა ქალი ელექტროშოკით გათიშა და გააუპატიურა, დააკავეს

თბილისში, გლდანში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის პოლიციამ დანაშაულიდან რამდენიმე საათში დააკავა.

სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტროშოკი და სხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს. უწყებამ დაკავების კადრებიც გაავრცელა.

დაზარალებული „კურიერს“ უყვება, რომ უცნობმა პირმა, რომელიც მას ქუჩაში ღამით აედევნა, ელექტროშოკის ოთხი დარტყმით გათიშა და შემდეგ მასზე იძალადა. ახალგაზრდა ქალს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. შემთხვევა გლდანში, რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები