20 აპრილი 2024,   09:15
ვრცლად
მოსამართლეთა ე.წ. შავი სია - ოპოზიცია და არასამთავრობოები ხელისუფლების მკაცრი კონტროლის აუცილებლობაზე საუბრობენ 

უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი სია და დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობაში - ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმომადგენლები,  ხელისუფლების მკაცრი კონტროლის აუცილებლობაზე საუბრობენ 

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებში ჩაერთვებიან, თუ უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა დაწუნებული სია არ შეიცვლება და მათი წარდგენის კრიტერიუმები მკაცრად არ განისაზღვრება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა მათი მისია მმართველი გუნდის ხელისშეშლაა, რათა ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოზე სრული კონტროლი არ მოიპოვოს.

"ყველა პროტესტს ვუერთდებით. რეალურად ეს არის მოცემულობა და მთავარია ის აღვიქვათ ძალიან მტკივნეულად,რომ ამ ქვეყანაში ყველაფერს აკონტროლებს ერთი ადამიანი და სასამართლოს გაკონტროლება ახლა ამ სიით ახალი ამბავი ნამდვილად არ არის,“-ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.

"ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ აუცილებელია სასამართლო სისტემაში დაუყოვნებლივ დაიწყოს ცვლილებები. მათი მოთხოვნაა ქვეყანაში უცხოელი მოსამართლეები მოიწვიონ და ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი განმტკიცდესს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ "ევროპული საქართველო" ყველა პროცესში იქნება ჩართული.

„უმნიშვნელოვანესია საზოგადოებამ იცოდეს ოპოზიციის ჩართულობიდან გამომდინარე, მათ შორის პირველ რიგში, როგორი კანდიდატები განიხილება.იმიტომ რომ არავის ეჭვი არ შეეპაროს, რომ ივანიშვილი თავის გუნდის მეშვეობით  ამ კანდიდატებს დაუსვამს მათთვის კომფორტულ კითხვებს,“-აცხადებს სერგი კაპანაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები