19 იანვარი 2019,   05:17
ვრცლად
რუმინეთი ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა

რუმინეთი ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა. საზეიმო ცერემონია ბუქარესტში გაიმართა და მას ორგანიზაციის ხელმძღვანელები დაესწრნენ. მათ შორის ევროპარლამენტის თავმჯდომარე, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები იმყოფებოდნენ. დონალდ ტუსკი მიღებაზე სიტყვითაც გამოვიდა.

რუმინეთი ევროკავშირის წევრი 2007 წელს გახდა, პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსი კი მას 6 თვის განმავლობაში ექნება. ქვეყანას ორგანიზაციის ხელმძღვანელობა საკმაოდ რთულ პერიოდში უწევს. რუმინეთის პრეზიდენტობის დროს ევროკავშირმა "ბრექსიტის" საკითხი უნდა გადაწყვიტოს, მაისში კი, ევროპარლამენტის არჩევნები ტარდება.

დღის ამბები