19 აპრილი 2024,   05:32
ვრცლად
H1N1-ის ვირუსი - ექიმის დანიშნულების შემთხვევაში "ტამიფლუ" უფასოდ გაიცემა 

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ პრეპარატი თავიდანვე უფასოდ მიეწოდებოდათ ორსულ და სოციალურად დაუცველ პირებს.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ გარკვეული პერიოდის - პიკის განმავლობაში, „ტამიფლუ“ უფასო იყოს ყველასთვის, ვისაც ექიმის დანიშნულება ექნება.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის ამბოლატორიული მომსახურება სრულიად უფასო იქნება. 

„ამ გაზრდილი ავადობის პირობებში სახელმწიფო იღებს იმ თანადაფინანსების გადახდასაც,რომელიც გადაუდებელი ამბულატორიის ნაწილში არის“- განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

დღის ამბები