ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "ბრექსიტის" პარალიზების საფრთხეზე საუბრობს. ჯერემი ჰანტი აცხადებს, რომ შესაძლოა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი ჩაიშალოს. მისი თქმით, თუ პარლამენტი ტერეზა მეის გარიგების გეგმას მხარს არ დაუჭერს არსებობს "ბრექსიტის" პარალიზების რეალური შანსია, რასაც შესაძლოა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის შეჩერება მოყვეს.
"ბრექსიტის" გარიგებაზე ბრიტანეთის პარლამენტში კენჭისყრა 15 იანვარსაა ჩანიშნული.