18 აპრილი 2024,   10:43
ვრცლად
აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მკაცრ პოლიტიკას გააგრძელებს - აშშ-ს ფინანსთა მინისტრი

შეერთებული შტატები რუსეთს წინააღმდეგ სანქციების მკაცრ პოლიტიკას გააგრძელებს - ამის შესახებ კონგრესის წევრებთან დახურულ შეხვედრაზე ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა სტივ მნუჩინმა განაცხადა. მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით მოსკოვის წინააღმდეგ უფრო მკაცრია.

შეხვედრის დღის წესრიგში მთავარი თემა რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა იყო. გადაწყვეტილება ამის შესახებ ვაშინგტონში ერთი თვის წინ მიიღეს.

კონგრესის წევრები სტივ მნუჩინის გამოსვლით უკმაყოფილო დარჩნენ და განაცხადეს, რომ მისი უწყებისგან უფრო მკაცრ და კონკრეტულ ნაბიჯებს ელიან.

დღის ამბები