24 აპრილი 2024,   14:13
ვრცლად
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული დ.ღ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნი დ.ღ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. დ.ღ.-ს აღკვეთის ღონოსძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობის ვადა 19 იანვარს ეწურებოდა. 

ადვოკატის განცხადებით, დღემდე 90-მდე მოწმე დაიკითხა და ბრალდებულის მიმართ ბრალი არ დასტურდება.

დ.ღ.-ს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებაა არ ნიშნავს, რომ არასრულწლოვნის წინააღმდეგ მიმდინარე სასამრთლო პროცესები ასრულდება. მას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა 5 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

მომდევნო სხდომა 16 იანვარს ჩაინიშნა, რომელსაც დ.ღ. დაესწრება და დაიწყება მისი ადვოკატების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევა. ამის შემდეგ კი სასამართლო ამ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

 

 

 

დღის ამბები